პროექტები geo_NATO SPS Project 984595

პროექტი SPS 984595

მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მიწისქვეშა ნაგებობების საწვავი ღრუბლის აფეთქებისაგან დამცავი ახალი ავტომატური სისტემა.  სისტემის დაპროექტების კონცეფცია შემუშავდა საწვავის ღრუბლის აფეთქების ეფექტის საფრთხის ანალიზის საფუძველზე. დამცავი სისტემის ძირითადი ფუნქციებია გვირაბში საწვავის ღრუბლის შეჭრის პრევენცია და საწვავის ღრუბლის აფეთქებისას დარტყმითი ტალღის ჭარბი წნევის ჩახშობა.

დამზადდა სისტემის საცდელი ნიმუში და გამოიცადა ინსტიტუტის მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზის გვირაბში რეალური აფეთქების პირობებში. გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალ სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობები  და არის კონკურენტუნარიანი ეფექტიანობის, სწრაფმოქმედებისა და საიმედოობის მიხედვით.

კვლევის შედეგები მოხსენებულია 12 საერთაშორისო კონფერენციაზე და  გამოქვეყნდა 14 საერთაშორისო გამოცემაში. ნატოს სატელევიზიო არხის მიერ მომზადდა ვიდეოკლიპი პროექტის შესახებ (www.youtube.com/watch?v=8s0D-Ns28fQ), რომელსაც აქვს 2800-ზე მეტი მნახველი.პროექტის მონაწილე ოთხმა ახალგაზრდა მეცნიერმა სტაჟირება გაიარა აშშ-სა და ევროპის სამეცნიერო  ცენტრებში. დამყარდა სამეცნიერო კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან. პროექტის დაფინანსებით ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბაზა აღიჭურვა თანამედროვე სამეცნიერო აპარატურით.