ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებებისაგან ხალხის, ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაცვის მეთოდების სრულყოფა. ეს პრობლემა აქტუალურია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსათვის. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპციის (www.mod.gov.ge) მიხედვით „თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ცალკეული სახელმწიფოებისა და არასახელმწიფოებრივი სუბიექტებისაგან მომდინარე ტერორისტული საფრთხეები. საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსანაციონალური ორგანიზებული დანაშაულისათვის“.


კვლევების ძირითადი ობიექტები:
1. მყარი ფეთქებადი ნივთიერებისა და საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან ხალხისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის ავტომატური სისტემის სრულყოფა;
2. ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებების დეტექტირების სისტემის სწრაფმოქმედებისა და საიმედოობის ამაღლება;
3. დარტყმითი ტალღის ჩახშობის პროცესების შესწავლა, ჩამხშობი აგენტების შერჩევა და აფეთქებისგან დამცავი ბარიერის მახასიათებლების დადგენა;
4. სამოქალაქო და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებზე იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ნაღმის აფეთქების ზემოქმედების შესწავლა.