მთავარი

NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ოფიცერი ქალბატონი რანდი ლ. გებერტის და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი ბატონი მაგნუს ეიოლფსონის ვიზიტი

22 თებერვალი, 2018

2018 წლის 20 თებერვალს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ოფიცერი ქალბატონი რანდი ლ. გებერტი ბრიუსელიდან და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი ბატონი მაგნუს ეიოლფსონი.
ვიზიტის მიზანი იყო სამთო ინსტიტუტში დასრულებული NATO-ს საგრანტო პროექტის #984595 „მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან“ შეფასება.
ქალბატონი რანდი ლ. გებერტი და ბატონი მაგნუს ეიოლფსონი გაეცნენ პროექტის შედეგებს და მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი დამცავი სისტემის საცდელი ნიმუშის რეალურ პირობებში გამოცდებში. მათ მაღალი შეფასება მისცეს შესრულებული კვლევების შედეგებს და გამოთქვეს სურვილი მომავალში ნატოს სამეცნიერო პროგრამაში ინსტიტუტის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ